"უთხარი არა "ქართული ოცნების" ვიზიტს" - ბერლინში აქცია დაანონსდა

15-06-2024 13:45:17 საზოგადოება

21 ივნისს, 15:00 საათზე, ბერლინში, სასტუმრო "ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპაში ქართველი აქტივისტების გაერთიანება გზა საპროტესტო აქციას აანონსებს.

"საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან, რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.

ჩვენი აქციით გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის "ქართულ ოცნებას", რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!

21 ივნისს, 15:00 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ". - წერია განცხადებაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები