Accentnews.ge
ზურაბიშვილი: შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან

ზურაბიშვილი: შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან

15/06/2024 18:29:06 პოლიტიკა

შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.

“შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S