პრეზიდენტი: უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომის საქართველოს წინააღმდეგ

15-06-2024 23:39:41 პოლიტიკა

შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში 15 ივნისს დაწყებულ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინელები ომის დაწყებიდან იბრძვიან მათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ამასთან, „მთლიანად ევროპის და მისი საზღვრების გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობისთვის მხარდაჭერის, შენარჩუნების და აღდგენისთვის“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მხოლოდ იზიარებს უკრაინელი ხალხის მძიმე მდგომარეობას, „რომელიც ჩვენ ჩვენი მხრივ გადავიტანეთ - “ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ასე ჰქვია ფილმს, და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომის საქართველოს წინააღმდეგ, არა ერთხელ, ბევრჯერ, და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.“

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამიტომ შეუძლია საქართველოს გაიზიაროს ის, რასაც განიცდის უკრაინა: „ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება არასტაბილურობისა და კონფრონტაციის გამო, რომელიც რუსეთმა მოიტანა შავი ზღვაზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის ნაცვლად, ის, რაზეც ჩვენ ვიქრობთ: შავი ზღვის მილიტარიზაცია, როცა რუსეთი გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნას“.

ჩვენს ქვეყანას, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს ბირთვული უსაფრთხოების გამო შეშფოთება, გამოცადა რა ჩერნობილის კატასტროფის შედეგები.

„ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავიზიაროთ რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და ადგილი დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში, მშვიდობას ევროპაში. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, სხვა წინმსწრები ნაბიჯების გარდა, რომელიც დღეს უნდა შემუშავდეს, როცა რუსეთი გაიაზრებს, რომ მას აქვს საზღვრები როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, და რომ მას ჰყავს მეზობლები, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები, დიდი სახელმწიფოები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა აღიარებს თავის მეზობლებს, პატივს სცემს თავის მეზობლებს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას“.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა დაასრულა უკრაინულ ენაზე, „სლავა უკრაინი“ [დიდება უკრაინას].

ახალი ამბები

სხვა სიახლეები