ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთის "მოროზოვსკის" სამხედრო აეროდრომზე 70 დრონით განხორციელდა იერიში და ახალ თავდასხმებს დაჰპირდა

16-06-2024 10:56:56 მსოფლიო

როსტოვის ოლქის "მოროზოვსკის" სამხედრო აეროდრომზე 14 ივნისის თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია იყო, განუცხადა The War Zone-ს დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, დარტყმისთვის გამოყენებული იქნა სულ მცირე, 70 დრონი Dragon და Splash, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული. ზიანის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მოროზოვსკის აეროდრომზე ბაზირებულია რუსეთის 559-ე გვარდიის ბომბდამშენი საავიაციო პოლკი, ასევე არის Su-34, Su-24 და Su-24M გამანადგურებლები, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

Planet Labs-ის მიწოდებული სურათების მიხედვით, მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმის დროს ორი Su-34-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი იყო. კირილო ბუდანოვმა ასევე თქვა, რომ მოროზოვსკის აეროდრომზე შეტევებს კიდევ განახორციელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები