პატიმრები, რომლებმაც რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, აცხადებენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები არიან

16-06-2024 12:02:51 მსოფლიო

პატიმრები, რომლებმაც რუსეთში, როსტოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, აცხადებენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები არიან, – იუწყება Reuters.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, 5 პატიმარს მძლევლად 2 თანამშრომელი ჰყავს აყვანილი.

მისივე ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება".

როგორც Reuters იტყობინება, პატიმრების მოთხოვნა ტერიტორიის უსაფთხოდ დატოვებაა.

რუსული სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ზოგიერთ პატიმარს ბრალი ედება ტერორისტულ დანაშაულებში, მათ შორის "ისლამური სახლემწიფოს" იმ ჯგუფთან კავშირში, რომელმაც მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მარტში მომხდარ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა.

იზოლატორის შენობის მიდებარედ გზები გადაკეტილია, – იუწყება რუსული მედია.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები