16-06-2024 20:10:21 პოლიტიკა
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროკავშირმა შესაძლოა, გადადგას რიგი ნაბიჯები, მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.
გამოცემის იუწყება, რომ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის წარდგენას ევროპის საბჭო 24 ივნისის სხდომაზე გეგმავს.
"დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთისმხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორეს მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ.
მოკლევადიან ზომებს შორისაა:
დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, “მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას”, მეორე მხრივ კი, “მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში”, შეიძლება მიღებულ იქნეს უფრო მძიმე ზომები.
მათ შორისაა:
სიტუაციის “მნიშვნელოვანი გაუარესების“ შემთხვევაში დოკუმენტი განიხილავს პოტენციურ ზომებს სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების კუთხით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სხვადასხვა ფორმატში განიხილავს იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია აცნობიერებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.
“შესაძლებელია განხილული იყოს ნაბიჯები სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც მათ უარყოფით შედეგებს დიდწილად მოსახლეობა იგრძნობს, ისინი გამოყენებული უნდა იქნეს უკიდურეს შემთხვევაში და საჭიროებს ფრთხილ და ინტენსიურ კომუნიკაციას ქართველ ხალხთან, მათთვის იმის ახსნას, რომ ეს ზომები მთლიანად შეიძლება იყოს ანულირებული, რაც დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე“, - წერია დოკუმენტში.
ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოაცხადებს.
თავის მხრივ, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც.
ევროკომისიის თანახმად, შემზღუდავი ზომების მიღება შესაძლებელია „არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესისას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში“.
იქამდე კი ევროკავშირი გეგმავს:
დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის, კიდევ რამდენიმე კანონის, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად ზომებზეა საუბარი, ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც 24 ივნისს უნდა გაიმართოს", – იუწყება "რადიო თავისუფლება".