
თბილისში მატარებელი ქვეითს შეეჯახა, ქალი ადგილზე დაიღუპა
16/06/2024 16:39:45 საზოგადოება
თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგად იგი ადგილზევე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუა ხნის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.