
რუსეთის ქალაქ ლიპეცკის სამრეწველო ზონაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
17/06/2024 06:02:41 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ლიპეცკის სამრეწველო ზონაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ ქალაქის „სამრეწველო ტერიტორიაზე“ დრონებით შეტევა იყო, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობით, ლიპეცკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".
უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.