Accentnews.ge
სტოლტენბერგი: რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის საკითხს განიხილავს

სტოლტენბერგი: რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის საკითხს განიხილავს

17/06/2024 06:06:35 მსოფლიო

რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო NATO ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან საუბრისას განაცხადა.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსში მიმდინარე კონსულტაციების თემაა რამდენი ბირთვული ქობინა უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში და რამდენი უნდა დარჩეს არსენალში.

"ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, რომ NATO ბირთვული ალიანსია. NATO–ს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ, ვიდრე ეს იარაღი არსებობს, ალიანსი დარჩება ბირთვულ გაერთიანებად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, ხოლო NATO–ს - არა, გაცილებით საშიშია", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭება "მოსკოვს აიძულებს, გადახედოს თავის ბირთვულ დოქტრინას".

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ოფიციალური პირები ბირთვული იარაღის გამოყენებით არაერთხელ დაიმუქრნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S