
კანადა უკრაინას დამატებით 38.1 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
17/06/2024 06:12:15 მსოფლიო
კანადა უკრაინას დამატებით 38.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინის მშვიდობის სამიტზე განაცხადა.
კანადის დახმარების პაკეტიდან დაახლოებით 10.9 მილიონ აშშ დოლარი გამოიყოფა ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერისთვის, ომის დანაშაულის მსხვერპლთა დასახმარებლად.
14.5 მილიონი დოლარი გამოიყოფა რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
11.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს უკრაინას საჭირო ტექნიკური დახმარების შეძენასა და ტრენინგებში. 1.5 მილიონი აშშ დოლარი კი უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ოპერაციებს მოხმარდება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით.