Accentnews.ge
„ნაპოლი“ – კვარცხელიაზე: ჩვენთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ – კლუბი

„ნაპოლი“ – კვარცხელიაზე: ჩვენთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ – კლუბი

17/06/2024 06:27:56 საზოგადოება

იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს მამუკა ჯუღელსა და მამას ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კვარაცხელიას ბედს არა ისინი, არამედ თავად კლუბი გადაწყვეტს.

„ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელისა და მისი მამის ბადრი კვარაცხელიას განცხადებებთან დაკავშირებით "ნაპოლი" იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს კონტრაქტი. ხვიჩა კვარაცხელია არ არის სატრანსფერო ბაზარზე. "ნაპოლისთან" კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ კლუბი „ნაპოლი“. ამბის დასასრული“, – წერს „ნაპოლი“ 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

16 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მამუკა ჯუღელმა და ბადრი კვარაცხელიამ, რომლებიც მეგობრები არიან, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მომავალზე ისაუბრეს.

„ლიგაზე რომ გავლენ, გეუბნები ახლა... ეგენი ისევ ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას იქ დარჩენა უნდა“, - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

„ბავშვსაც არაფერს არ ველაპაკებით... მე და მამამისს გვაქვს რაღაც თემებზე ლაპარაკი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახლა პრიორიტეტია ლიგის გუნდი“, - თქვა ჯუღელმა პირდაპირ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S