
IDF: "ჰეზბოლას" მზარდ აგრესიას შესაძლო ფართო ესკალაციამდე მივყავართ, რასაც დამანგრეველი შედეგები ექნება
17/06/2024 06:53:54 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ 16 ივნისს განაცხადა, რომ "ჰეზბოლას" მხრიდან ისრაელის მიმართულებით გახშირებულმა თავდასხმებმა შესაძლოა სერიოზული ესკალაცია გამოიწვიოს.
"ჰეზბოლას მზარდ აგრესიას შესაძლო ფართო ესკალაციამდე მივყავართ, რასაც დამანგრეველი შედეგები ექნება ლიბანისა და მთლიანი რეგიონისთვის",– თქვა სპიკერმა და დასძინა, "ისრაელს აქვს მოვალეობა, ისრაელის მოსახლეობა დაიცვას".
"ჩვენ ამ მოვალეობას შევასრულებთ", - განაცხადა ჰაგარიმ.
12 ივნისს "ჰეზბოლამ" ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე. მომდევნო დღეს "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით კიდევ 40–მდე რაკეტა გაუშვა.