Accentnews.ge
ბერბოკი: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ

ბერბოკი: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ

17/06/2024 07:47:30 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დახმარების მიწოდების შეწყვეტას უშუალოდ გერმანიისა და ნატო-სთვისაც სახიფათო შედეგები მოჰყვება.

„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს:

„ძნელია იმის გამოთვლა, რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ“.

მან შეაჯამა, რომ ამ ომში უკრაინის დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება როგორც თავისუფალი უკრაინისთვის, ისე თავისუფალი ევროპისთვის, "ამიტომ, უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S