
ხაჯიმბა გადადგა
12/01/2020 18:16:48 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი სერგეი შამბა გამოვიდა და რაულ ხაჯიმბას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წაიკითხა.
აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.