Accentnews.ge
კრემლი პრორუსული ქართული პარტიის მიმართვას "შეისწავლის"

კრემლი პრორუსული ქართული პარტიის მიმართვას "შეისწავლის"

17/06/2024 10:06:10 პოლიტიკა

კრემლი "აუცილებლად გააანალიზებს" პრორუსული ქართული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მიმართვას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ დღეს კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"მე პირადად ასეთი მომართვის შესახებ, სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი, მარამ თუ ასეთი მართლაც იყო, ჩვენი შესაბამისი უწყებები მას აუცილებლად შეისწავლიან" - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

ცნობისთვის: საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი წლებია, გაუქმებული აქვს, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, რუსული მხარე სავიზო რეჟიმს მთელი შემდგომი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა და მხოლოდ გასული წლის 2023 მაისს, ამჟამინდელი მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობის წასახალისებლად, ისევ და ისევ პრორუსული ქართული ძალების ინიციატივის საფუძველზე პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, მაგრამ ნაწილობრივ - "იმ მოქალაქეების გამოკლებით, რომლებიც რუსეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, ან/და 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით შედიან".

პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" გასულ წელს ჩამოყალიბდა. მისი ერთ-ერთი ლიდერი წარმოშობით ქართველი რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფიაა, რომელიც პრორუსულად განწყობილ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიწვევით გასულ წელს საქართველოს პარლამენტსაც სტუმრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S