
პრემიერი – საარჩევნო სიაზე: ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში
17/06/2024 11:10:58 ციტატა
„არასწორია, ეს არის ტყუილი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ არის სრულიად განსხვავებული. მისი დამოკიდებულებაა ის, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში და ამისთვის არსებობს სათანადო ფორმატი, ეს არის პოლიტსაბჭოს ფორმატი. პოლიტსაბჭო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აქ არის ჩართული გუნდის ყველა ლიდერი, პირველ რიგში, პარტიის საპატიო თავმჯომარე. შესაბამისად, ამ ფორმატში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურალისტების კითხვას, წყვეტდა თუ არა სააჩევნო სიის საკითხს ყოველთვის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.