
ინდოეთში ერთმანეთს სატვირთო და სამგზავრო მატერებლები შეეჯახნენ
17/06/2024 12:52:09 მსოფლიო
ინდოეთში, ბენგალის შტატში, სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა.
არსებული მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 60–მდე დაშავდა.
სარკინიგზო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა "ადამიანური შეცდომა" არ გამორიცხა:
"წინასწარი გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს, სამგზავრო მატარებლის მძღოლმა სიგნალი უგულებელყო"..
ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ დაღუპულთა ოჯახები 200 000 რუპიას მიიღებენ, ხოლო დაშავებულები – 50 000 რუპიას.