Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

17/06/2024 12:59:17 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრეს–სამსახური ავრცელებს.

შეზღფუდვები მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყირიმში მოქმედი კომპანიებისთვის, ან უკანონოდ ანექსირებული ყირიმის გამოყენება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S