
"მაგინებდნენ, "ნაცი" ხარო", მეძახდნენ" – ნაცემი მოქალაქე ჩასაფრების შესახებ
17/06/2024 13:16:36 საზოგადოება
მოქალაქე ლერი დარჯანია დარწმუნებულია, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური შეხედულებების გამო განხორციელდა.
მას სახლთან დილით ჩაუსაფრდნენ და ცემეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა.
ახალგაზრდა იხსენებს, რომ წიხლებით და მუშტებით სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას.
"მაგინებდნენ, "ნაცი" ხარო" მეძახდნენ. არც ერთ პარტიაში არ ვარ, მაგრამ ყველა აქციაზე ვიყავი",– თქვა დარჯანიამ.
ის ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ჩაუტარდა ოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ "აგენტების კანონის" ინიცირების შემდეგ ჯგუფური თავდასხმა არაერთ კრიტიკოსზე განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.