Accentnews.ge
"აგენტების კანონი", ვალდებულებები, ნაცემი და დაკავებული დემონსტრანტები – რაზე ისაუბრეს ომბუდსმენმა და ევროკავშირის ელჩმა

"აგენტების კანონი", ვალდებულებები, ნაცემი და დაკავებული დემონსტრანტები – რაზე ისაუბრეს ომბუდსმენმა და ევროკავშირის ელჩმა

17/06/2024 13:28:45 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი განიხილეს.

როგორც ოფიციალური შეტყობინებიდან ირკვევა, მხარეებმა ასევე ისაუბრეს „აგენტების კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

ინფორმაციისთვის: აქციების დროს საპოლიციო ძალების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის არც ერთ ფაქტზე ამ დრომდე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

"ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნებზე სახალხო დამცველის აპარატის სადამკვირვებლო მანდატით და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების მავნე პრაქტიკის პრევენციის საკითხებითაც დაინტერესდ", -ვკითხულობთ რელიზში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S