17-06-2024 17:32:57 ევროპა
ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ჩეხეთის შეიარაღებული იტყობინება.
ასებული ცნობებით, ხსენებულ ბაზაზე უკრაინელი სამხედროებიც ემზადებიან.
„საქმე გვაქვს სერიოზულ ინციდენტთან ლიბაუს სამხედრო-საწვრთნელ ზონაში, სადაც ჯერჯერობით უცნობი საბრძოლო მასალა აფეთქდა“, - ნათქვამია ჩეხეთის არმიის განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაშავდა, თუმცა არიან თუ არა ისინი უკრაინელები, ჯერ უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიცია მუშაობს.