17-06-2024 17:57:26 პოლიტიკა
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ავრცელებს ინფორმაციას იმ დახმარების შესახებ, რომელიც ბლოკისგან საქართველომ 2019-2024 წლებში მიიღო.
როგორც დირექტორატში აღნიშნავენ, ამ ინფორმაციას "აგენტების კანონის" კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების გამო აქვეყნებენ".
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, საჯარო დაწესებულებებმა ევროკავშირისგან 517,82 მილიონი ევროს ოდენობს დაფინანსება მიიღეს, რაც "Covid- 19"–ის პანდემიისას გაცემულ 75-მილიონიან სესხსაც მოიცავს. სამოქალაქო საზოგადოება 46,1 მილიონი ევროთი დაფინანსდა, კერძო სექტორი კი – 6,1 მილიონი ევროთი.
"საქართველოში 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარების მიმღები 10 უმსხვილესი ბენეფიციარის სია ასე გამოიყურება: