
სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს საათებში სეტყვასა და ქარს პროგნოზირებენ
17/06/2024 15:26:22 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.