
Reuters: პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კი ნათესავი დანიშნა
17/06/2024 16:53:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და ერთ-ერთ მოადგილედ ნათესავი ანა ცივილევა დანიშნა, – იუწყება Reuters.
რუსული მედიის ცნობით, ცივილევა პუტინის ბიძაშვილის ქალიშვილია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ფრადკოვის უმცროსი ვაჟი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პაველ ფრადკოვი გახდება.
პუტინის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრს 10-ის ნაცვლად 12 მოადგილე ეყოლება.