
სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავს
17/06/2024 17:35:51 მსოფლიო
სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავს.
როგორც პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსმენა თემაზე "სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება" 21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
მოსმენის ინიციატივა "სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას" ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს.