
ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს
13/01/2020 08:02:00 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. ექს-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს, – იუწყება რუსული მედია.
„მოპარულია პრეზიდენტის ყველა ჯილდო. გატეხილია ყველა სეიფი. გაძარცვეს ოთახი, სადაც იარაღი ინახებოდა“, – წერს რუსული მედია.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ შეტყობინება „პარლამენტს“ 12 იანვარს გაუგზავნა. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.