
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს
18/06/2024 06:23:53 საზოგადოება
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
საქართველოსთვის ტურნირი დღეს, 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.
გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნა. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.