
პუტინი ფხენიანში 2000 წლის შემდეგ პირველად ჩავა
18/06/2024 06:33:40 მსოფლიო
კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას 18-19 ივნისს ეწვევა. ეს ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება 2000 წლის შემდეგ.
ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე გაიმართება. ცნობილია, რომ რუსეთმა გასულ თვეებში უკვე მიიღო კორეული ჭურვები და ბალისტიკური რაკეტები და გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ გაჩაღებულ ომში.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა განაცხადა, რომ სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10,000 კონტეინერის გადაზიდვა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის მიმართულებით.
საბრძოლო მასალის სანაცვლოდ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას გაუგზავნა ტექნოლოგია, რომელიც დაეხმარება მას ჯაშუშური თანამგზავრების ქსელის განლაგებაში, ასევე ჩვეულებრივი იარაღის, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები.