Accentnews.ge
რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინელებმა ჩამოუგდეს მრავალმილიონიანი ჯაშუშური თვითმფრინავი

რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინელებმა ჩამოუგდეს მრავალმილიონიანი ჯაშუშური თვითმფრინავი

18/06/2024 07:50:40 მსოფლიო

რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინულმა არმიამ 2024 წლის 23 თებერვალს ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50. ეს გამომდინარეობს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების ცნობებიდან უკრაინელი პოლკოვნიკის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 138-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაურის დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ „ტერორისტული თავდასხმის“ საქმეზე.

გამომძიებლების თქმით, პოლკოვნიკმა რუსული თვითმფრინავის განადგურების ბრძანება გასცა.

მიმდინარე წლის 23 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს რუსული A-50U –ს განადგურების შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას მაშინ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ეს იყო რუსეთის არმიის მიერ A-50-ის მესამე დანაკარგი. ადრე მსგავსი თვითმფრინავი ბელორუსმა პარტიზანებმა გაანადგურეს მაჩულიშის საავიაციო ბაზაზე 2023 წლის თებერვალში, ხოლო 2024 წლის 14 იანვარს უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს A-50 და Il-22 თვითმფრინავები.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის მე-10 არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის მეთაურის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში სწორედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50. იგი თვლის, რომ A-50 ჩამოაგდეს გერმანიიდან მიღებული Patriot–ის საზენიტო სისტემის დახმარებით და SAMbush–ის ("საჰაერო ჩასაფრების") ტაქტიკის გამოყენებით.

მან გაიხსენა, რომ უკრაინელი სამხედროები ამისთვის სპეციალურად იყვნენ გაწვრთნილი - როგორ გადასულიყვნენ საცეცხლე პოზიციაზე, ეწარმოებინათ საჰაერო ბრძოლა, შემდეგ უკან დაიხიათ.

"ზოგიერთ მათგანს სტატიკური ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად იყენებენ, სხვებს გადააადგილებენ და მათი მეშვეობით მართლაც ისტორიულ საქმეებს სჩადიან, რაც საჰაერო მცველად ყოფნის 22 წელში მსგავსი არაფერი მინახავს",– თქვა პოლკოვნიკმა.

A-50 არის რუსული რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი, რომლის წყალობითაც რუსული ძალები აკონტროლებენ თავიანთი დამრტყმელი თვითმფრინავების შეტევებს და ცაში უკრაინულ თვითმფრინავებს აფიქსირებენ. მისი ღირებულება, მედიის ცნობით, 300 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S