
ლიეტუვის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა
18/06/2024 07:51:58 მსოფლიო
ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში, რათა დავადასტურო ლიეტუვის სეიმის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიმართ“, - წერს ჩმილიტე-ნილსენი სოციალურ ქსელში.
ლიეტუვის პარლამენტის სპიკერს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელენა კონდრატიუკი დახვდა.