
გერმანია უკრაინას Frankenstein–ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს - მედია
18/06/2024 07:57:46 მსოფლიო
გერმანული შეიარაღების კონცერნი Rheinmetall უკრაინას ფადასცემს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემას – Frankenstein–ს, რომელსაც შეუძლია, ჩამოაგდოს რაკეტები და დრონები. ამის შესახებ The Telegraph წერს.
სისტემა შედგება უახლესი გერმანული საზენიტო იარაღისგან Skyranger, რომელიც დაფუძნებულია Leopard 1 ტანკზე.
Telegraph-ის ცნობით, Rheinmetall-მა სულ ახლახან შექმნა Skyranger სისტემა. იგი აღჭურვილია დახვეწილი სენსორებით ბრძოლის ველზე 360–გრადუსიანი ხედვით, რომელსაც შეუძლია დრონების ჯგუფთან ბრძოლა. ზუსტად რამდენი Frankenstein გადაიგზავნება უკრაინაში და როდის, უცნობია.
14 ივნისს გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. მასში მათ შორის, შედიოდა HIMARS სარაკეტო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და "ლეოპარდის" ტანკები.