Accentnews.ge
სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმეს

სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმეს

18/06/2024 08:59:12 მსოფლიო

სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის ტიპის საარტილერიო დანადგარის შეძენასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმეს, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სურენ პაპიკიანთან პროდუქტიული დიალოგი ჰქონდა.

„Caesar-ის იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, ახალ მნიშვნელოვან ეტაპს მიღწეულია“, - აღნიშნა ლეკორნუმ.

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი აპირებდა სომხეთს საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S