
ფრანგულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა თავიანთი ვებ-გვერდიდან წაშალეს რუსეთისა და NATO–ს შესახებ საკამათო გეგმები
18/06/2024 09:25:58 მსოფლიო
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა პარტიამ თავისი ვებგვერდიდან წაშალა თავდაცვის პროგრამის ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო რუსეთთან კავშირების გაღრმავებაზე, გერმანიასთან თანამშრომლობის პროექტების შეწყვეტასა და ნატოს ერთიანი სამხედრო ხელმძღვანელობიდან გამოსვლაზე. ამ გარემოებას Politico–მ მიაქცია ყურადღება.
აე უკვე წაშლილი პოზიციები გაჩნდა მარინ ლე პენის 2022 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როდესაც მისმა პარტიამ გამოაქვეყნა 17 თემატური ბუკლეტი. მათგან 16 რჩება ვებგვერდზე, ხოლო თავდაცვის თემატიკის ბუკლეტი აღარ იძებნება 11 ივნისის შემდეგ.
2024 წლის ევროპის არჩევნების პროგრამაში პარტიამ არ გაიმეორა 2022 წლის ლოზუნგები. ამის ნაცვლად, თქვეს, რომ „რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს და პროვოცირებს საერთაშორისო წესრიგის გადახედვას“.
პარტიაში გამოცემას უთხრეს, რომ უახლოეს დღეებში დასახავენ თავიანთ პროგრამას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში.
ცნობისვის: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ულტრამემარჯვენე პარტია საფრანგეთის პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, მაკრონი პრეზიდენტად კიდევ სამი წელი დარჩება და თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი.