Accentnews.ge
მედია: რუტემ ორბანს გარიგება შესთავაზა და "ფრთხილად ოპტიმისტურია"

მედია: რუტემ ორბანს გარიგება შესთავაზა და "ფრთხილად ოპტიმისტურია"

18/06/2024 09:49:33 მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ იგი „ფრთხილად ოპტიმისტურადაა" განწყობილი“ უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერს ალიანსის გენმდივნის პოზიციაზე მის კანდიდატურას. ამის შესახებ რუტემ ჟურნალისტებს განუცხადა ორბანთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ფარგლებში, ციტირებს მას AFP.

მედია აღნიშნავს, რომ რუტე აშკარა ფავორიტია ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, მაგრამ მას დიდი შრომა მოუწია ვიქტორ ორბანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

”მე ფრთხილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი უნგრეთის მიმართ,” - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს ორბანთან შეხვედრის შემდეგ.

მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ მას შეუძლია, უარი თქვას წინააღმდეგობაზე, თუ რუტე ბოდიშს მოიხდის უნგრეთის მთავრობის მიმართ კრიტიკისთვის და უნგრეთს საშუალებას, არ მიიღოს მონაწილეობა ნატოს გეგმებში უკრაინის დახმარების გაზრდის შესახებ.

რუტემ თქვა, რომ ორბანს ბოდიშის მოხდა არ უთხოვია და "მე ვთქვი, რომ მხედველობაში მივიღე, რაც მოხდა უნგრეთში, საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე":

”ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის, ვითვალისწინებთ და ყურადღებით ვუყურებთ მომავალს".

იმავდროულად, როგორც Financial Times ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, მოლაპარაკებების დროს რუტე ორბანს დაჰპირდა, რომ მისი მმართველობის პერიოდში უნგრეთს ექნება უფლება, უარი ეთქვა უკრაინის მხარდასაჭერად ნატოს საქმიანობაში მონაწილეობაზე, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის მიღმა განხორციელდება.

"პრემიერ–მინისტრი რუტე წერილობით დაუდასტურებს პრემიერ–მინისტრს ორბანს, რაც მათ განიხილეს. ეს იყო კარგი და ღია საუბარი და ორივე შეთანხმდა, რომ ფოკუსირება მოახდინონ მომავალზე", - განუცხადა გამოცემას რუტეს სპიკერმა.

თავის მხრივ, ორბანმა თქვა, რომ რუტეს შეუძლია, მისი მხარდაჭერა მოიპოვოს, თუ ის დათანხმდება, შეასრულოს სტოლტენბერგთან გასულ კვირას ბუდაპეშტში დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნგრეთს მიეცა უფლება, უარი თქვას ნატოს გეგმებზე უკრაინის დასახმარებლად.

ნატოს წამყვანი ქვეყნები, შეერთებული შტატების მეთაურობით, ცდილობენ, მიაღწიონ შეთანხმებას ალიანსის ახალი გენერალური მდივნის შესახებ მომავალ თვეში ვაშინგტონში გასამართ სამიტამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S