Accentnews.ge
პრეზიდენტი: დღეს დავით ყიფიანის დაბადების დღეა, ტყუილად არაფერი ხდება, ეს დღე უნდა იყოს ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე

პრეზიდენტი: დღეს დავით ყიფიანის დაბადების დღეა, ტყუილად არაფერი ხდება, ეს დღე უნდა იყოს ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე

18/06/2024 09:58:05 პოლიტიკა, საზოგადოება

"ტყუილად არაფერი ხდება… ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე, საქართველოს ერთობის და სიამაყის დღე!", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის ფოტოს აქვეყნებს. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დღეს 73 წლის გახდებოდა

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოსთვის ტურნირი დღეს, 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნა. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S