
გერმანიამ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ დანაყოფი შექმნა
18/06/2024 10:12:47 მსოფლიო
გერმანიამ შექმნა სპეციალური ჯგუფი დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ, რომელიც, ბერლინის თქმით, მიზნად ისახავს დემოკრატიის შელახვას და საზოგადოებაში უთანხმოების დათესვას. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ახალი დანაყოფის შექმნით გერმანიის მთავრობა რეალიზებას ახდენს შარშან გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში დადგენილი დასკვნების, რომლებშიც კრემლი გერმანიის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ იყო განსაზღვრული.
განყოფილებას, რომელიც შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივაა, თავდაპირველად ეყოლება 10 სპეციალური ანალიტიკოსი და შემდგომში გააორმაგებს თანამშრომლების რაოდენობას 20-მდე. ისინი იმუშავებენ მონიტორინგსა და ანალიზზე.
მთავარი აქცენტი გაკეთდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული ოპერაციების იდენტიფიცირებასა და განეიტრალებაზე, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებულის. კიდევ ერთი მიზანი არის კამპანიების პრევენცია და განეიტრალება.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელიც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის განეიტრალება, გამოაცხადა პოლონეთთან ინიციატივის წამოწყება, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული საინფორმაციო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პოლონეთი სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ ის არის რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების სამიზნე. ბოლო შემთხვევები მოიცავს კიბერშეტევას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე და ყალბი სიუჟეტის გავრცელებას „მობილიზაციის“ შესახებ.
შეერთებულ შტატებში ასევე განაცხადეს, რომ კრემლმა, უკრაინაში აქტიური სამხედრო ოპერაციების ფონზე, გააძლიერა დეზინფორმაციული კამპანია უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ.