Accentnews.ge
აშშ-მა ჰუსიტების ოთხი რადარის და დრონების განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-მა ჰუსიტების ოთხი რადარის და დრონების განადგურების შესახებ განაცხადა

18/06/2024 10:19:23 მსოფლიო

აშშ-ის არმიამ გამოაცხადა ახალი წარმატებული დარტყმები ჰუსიტების პოზიციებზე იემენში, მათ მიერ კონტროლირებად რაიონებში. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ანგარიშშია ნათქვამი.

CENTCOM-ის განცხადების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ჰუსიტების ოთხი რადარი, ერთი საზღვაო დრონი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი წითელ ზღვაზე.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკულ, კოალიციურ ან სავაჭრო გემებს ზიანი არ მიუღიათ.

”იდენტიფიცირებულ იქნა, რომ ეს სისტემები მყისიერ საფრთხე უქმნიდნენ აშშ-ს, კოალიციის ძალებს და სავაჭრო გემებს რეგიონში”, - აღნიშნეს სამხედროებმა.

შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა დაიწყეს რეგიონში პატრულირება სავაჭრო გემების დასაცავად 2023 წლის ბოლოსთვის მას შემდეგ, რაც ჰისიტებმა თავდასხმები გააძლიერეს. იანვარში რეგიონში ფუნქციონირება დაიწყო ევროკავშირის სპეციალურმა საზღვაო მისიამაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S