
NATO–ს ხუთი წევრი თავდაცვაზე უკვე მშპ-ს 3%-ზე მეტს ხარჯავს – ტოპ–ქვეყნები
18/06/2024 10:29:56 მსოფლიო
ნატოს ხუთი ქვეყანა 2024 წელს დახარჯავს მშპ-ს 3%-ზე მეტს თავდაცვაზე, ნაცვლად სამიზნე მშპ-ს 2%-ისა,– ამის შესახებ ნატოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომელიც ეყრდნობა მოკავშირეების მიერ მიწოდებულ მონაცემებს დაგეგმილი ხარჯების შესახებ.
დანახარჯებით პირველ ადგილზეა პოლონეთი (მშპ-ს 4.12%), მეორეზე ესტონეთი (3.43%), შემდეგ მოდის აშშ (3.38%), ლატვია (3.15%) და საბერძნეთი (3.08%).
ტოპ–ათეულში ასევე შედიან ლიეტუვა, ფინეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი.
2014 წლის შემდეგ ბევრ ქვეყანაში ხარჯები გაორმაგდა ან გასამმაგდა. გერმანია სამიზნე 2%-ს 2014 წლის შემდეგ პირველად მიაღწევს და გადააჭარბებს კიდეც.
ამავდროულად, ეკონომიკის ზომასთან შედარებით ყველაზე დაბალი ხარჯების მქონე ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ: იტალია, კანადა, ბელგია, ლუქსემბურგი (თუმცა ის იმ ქვეყნებს შორისაცაა, რომლებმაც რადიკალურად გაზარდეს ხარჯები 2014 წელთან შედარებით), სლოვენია და ესპანეთი.