Accentnews.ge
იტალიის სანაპიროებთან ორი გემი ჩაიძირა, ეძებენ ათობით ადამიანს, მათ შორის, 26 ბავშვს

იტალიის სანაპიროებთან ორი გემი ჩაიძირა, ეძებენ ათობით ადამიანს, მათ შორის, 26 ბავშვს

18/06/2024 10:53:16 მსოფლიო

სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან ორი გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაკარგულად ითვლება, მათ შორის, 26 ბავშვი.

გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაციის პერსონალმა 51 ადამიანი გადაარჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ ხის გემიდან, რომელიც პირველი ჩაიძირა.

RESQSHIP ჯგუფმა თქვა, რომ 51 ადამიანიდან ორი უგონო მდგომარეობაში იყო. ათი ცხედარი იპოვეს ხის გემის დატბორილ ქვედა გემბანზე კუნძულ ლამპედუზას მახლობლად.

„ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებთანაა. ჩვენ გაბრაზებული და დაღონებულები ვართ“, - წერს ჯგუფი X–ზე.

მიგრაციის ორგანიზაციისა და UNICEF-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, ამ გემზე იმყოფებოდნენ ადამიანები სირიიდან, ეგვიპტიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან.

იტყობინებიან, რომ ხის ნავი კუნძულ ლამპედუზას მახლობლად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მეორე გემის ჩაძირვა მოხდა იტალიის კალაბრიის რეგიონიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 125 მილის დაშორებით მას შემდეგ, რაც იახტას, რომელიც თურქეთიდან რვა დღით ადრე გავიდა, ხანძარი გაუჩნდა და გადატრიალდა, – განაცხადეს გაეროში.

იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, სულ მცირე 12 მიგრანტი გადაარჩინეს. გადარჩენილების თქმით, 66 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 26 ბავშვი, "ზოგიერთი მათგანი ძალიან პატარაა", - განუცხადეს Sky News-ს.

ამ ხომალდზე იმყოფებოდნენ ირანის, ერაყის და სირიის მოქალაქეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S