Accentnews.ge
მედია: იტალია გეგმავს, უკრაინას გადასცეს შორი მოქმედების Storm Shadow–ის რაკეტები

მედია: იტალია გეგმავს, უკრაინას გადასცეს შორი მოქმედების Storm Shadow–ის რაკეტები

18/06/2024 11:47:54 მსოფლიო

იტალიის ხელისუფლება გეგმავს, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში გადასცეს Storm Shadow–ის შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები, – იუწყება Fatto Quotidiano წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ჯორჯ მალონის მთავრობის პოზიციის ცვლილებაზე მიუთითებს, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს მსგავსი მიწოდებების შესახებ არ უსაუბრია, რადგან ეს თემა საზოგადოებაში „ძალიან არაპოპულარული“ იყო. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, მათ შორის Samp-T საჰაერო თავდაცვის სისტემა, ივნისის ბოლომდე იქნება მიწოდებული.

Storm Shadow არის ბრიტანული მართვადი რაკეტები, რომელთა მანძილი 500 კმ-მდეა. არსებობს ფრანგული ვარიანტი – SCALP, ორივე დასახელების რაკეტებს წარმატებით იყენებენ უკრაინელი სამხედროები. ისინი განკუთვნილია მაღალი სიზუსტით დარტყმისთვის და ძლიერ დაცული და სიღრმისეული სამიზნეების განადგურებისთვის მტრის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში გადამზიდავი თვითმფრინავის შესვლის გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S