Accentnews.ge
დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება  – GWP

დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება – GWP

18/06/2024 16:05:32 საზოგადოება

დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება - იტყობინება წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP).

"სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო

მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი

ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა",– ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, მესამე დღეა დედაქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წყალმომარაგების პრობლემა აქვს. ირკვევა, რომ დაზიანების აღმოფხვრამდე აბონენტების ნაწილი წყალს გრაფიკით მიიღებს, ხოლო ნაწილს რეზერვუარებით მიაწვდიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S