Accentnews.ge
ქოჩორაშვილი: თამაშის განხილვა გვექნება, შევეცდებით ჩეხეთთან თამაში უკეთესი და უფრო მაგარი იყოს

ქოჩორაშვილი: თამაშის განხილვა გვექნება, შევეცდებით ჩეხეთთან თამაში უკეთესი და უფრო მაგარი იყოს

18/06/2024 19:14:42 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა თურქეთ–საქართველოს მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თამაშს განიხილავენ, შეცდომებს გააანალიზებენ:

"რა თქმა უნდა, სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც შეგვეძლო, გამოგვეყენებინა, მაგრამ არაფერი...გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა... თამაშის განხილვა გვექნება და შევეცდებით, რომ ის შეცდომები და კარგი თამაში...ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს".

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – თურქეთის მატჩი ანგარიშით 1:3 ამ უნაკასკნელის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრების პირველი, ისტორიული გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირიპირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S