
სტოლტენბერგი: ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს
19/06/2024 05:25:00 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ერზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ შეერთებული შტატების მარცხი. მათ სურთ ნატო-ს მარცხი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, თუ რუსეთმა და მისმა მხარდამჭერებმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება.
მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება ომი.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია არ გვთავაზობს მშვიდობას და პუტინის წინაშე კაპიტულაცია არ იძლევა უსაფრთხოებას. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ომი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.