
სააკაშვილს უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის მოწმობა მისცეს
29/05/2019 10:50:40 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქარტველოს ექს–პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში მდებარე უკრაინის საელჩოში პირადობის მოწმობა გადასცეს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"უკრაინის მშვენიერმა კონსულმა ვარშავის საელჩოში გადმომცა პირადობის მოწმობა უკრაინაში დასაბრუნებლად. ახლა კი აეროპორტში და კიევისკენ",- წერს სააკაშვლი.
ცნობისთვის: გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა აღუდგინა.