Accentnews.ge
ლვოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ლვოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

19/06/2024 05:31:20 მსოფლიო

უკრაინის ლვოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. თავდასხმის გამო გასული ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მალეხოვის რაიონში დაჭრილია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი და ხუთი საოფისე შენობა.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი დრონი გამოიყენეს. კოზიცკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ხუთივე გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S