
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 გავანადგურეთ
19/06/2024 06:36:20 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 გაანადგურეს.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.