აფხაზი ოპოზიციონერი თბილისთან ურთიერთობის გეგმებზე საუბრობს

13-01-2020 17:59:59 კონფლიქტები

ჩვენ ყველაფერი ნორმალურად გვაქვს, მთავრობა ძველი შემადგენლობით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ ალხას კვიცინიამ განუცხადა.

„დღეს ძველით ახალი წელია, ყველას სადღესასწაულო განწყობა აქვს და ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თბილისთან ისეთი იქნება ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან. საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება, რომ ომი ჩვენს შორის აღარ იქნება და საქართველოს არ აქვს არანაირი მიზანი საომარი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. როცა ასეთი სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ყველაფერ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა კვიცინიამ.

კითხვაზე, ვის შორის უნდა გაფორმდეს ასეთი შეთანხმება, კვიცინია აცხადებს, რომ კომპეტენტურ პირებს შორის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები