Accentnews.ge
საქსტატი: მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპორტი 9.2%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.7%–ით გაიზარდა

საქსტატი: მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპორტი 9.2%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.7%–ით გაიზარდა

19/06/2024 08:10:13 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, შემცირდა 9.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 0.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მაისში, 3 884.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით,

  • 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშდოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი).
  • 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 078.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S