Accentnews.ge
აშშ–მა სანქციები დაუწესა ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პუტინთან დაახლოებული ლიდერის შემოსავლების მთავარ წყაროს

აშშ–მა სანქციები დაუწესა ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პუტინთან დაახლოებული ლიდერის შემოსავლების მთავარ წყაროს

19/06/2024 08:33:28 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიას დაამატა ორი ფიზიკური პირი და შვიდი კომპანია, რომლებიც ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პუტინთან დაახლოებული ლიდერის მილორად დოდიკის და მისი ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა.

მილორად დოდიკმა, რომელიც შეერთებული შტატების სანქციების სიაშია, თავისი ოფიციალური პოზიცია გამოიყენა, რათა დაეგროვებინა პირადი სიმდიდრე კომპანიების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია მის შვილთან იგორ დოდიკთან,– ნათქვამია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში.

მაგალითად, 2024 წელს, მამა–შვილმა გამოიყენეს კონტროლი ბოსნია-ჰერცეგოვინის მაღალჩინოსნებზე, რათა კონკურსის გარეშე მოეწერათ ხელი სახელმწიფო კონტრაქტზე დოდიკის შემოსავლების ქსელიდან.

როგორც აღინიშნა, შეერთებული შტატები გმობს ბოსნიელი სერბების ლიდერის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და სტაბილურობას ბოსნია-ჰერცეგოვინასა და რეგიონში:

„ჩვენ გავაგრძელებთ თაღლითური სქემების გამოვლენას, რომლებიც დოდიკსა და მის ოჯახს საშუალებას აძლევს გამოიყენონ სერბთა რესპუბლიკა პირადი ინტერესების სარგებლისთვის“.

დოდიკი, რომელიც აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება ბოსნია და ჰერცეგოვინაში მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების დაბლოკვის გამო, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოთხჯერ შეხვდა ვლადიმირ პუტინს რუსეთში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S