Accentnews.ge
რუსეთს ყირიმიდან კიდევ ერთ სამხედრო ხომალდი გაჰყავს - პლეტენჩუკი

რუსეთს ყირიმიდან კიდევ ერთ სამხედრო ხომალდი გაჰყავს - პლეტენჩუკი

19/06/2024 08:54:22 მსოფლიო

რუსებს ანექსირებული ყირიმიდან მორიგი სამხედრო ხომალდი გაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

”სანამ თქვენთან ვსაუბრობ, კიდევ ერთი ჰოვერკრაფტი ტოვებს ყირიმს და მიდის სხვაგან, სხვა ბაზაზე,” - ციტირებს პლეტენჩუკს საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne.

ეს ინფორმაცია პლეტენჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც დაადასტურა: „ჩვენი ყირიმიდან გასასვლელისკენ კიდევ ერთი რუსული ნავი მოძრაობს. Run, Forest, run“.

პლეტენჩუკმა არ მიუთითა რომელ გემზე იყო საუბარი.

მანამდე უკრაინის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა გემების დაახლოებით მესამედი უკრაინის თავდასხმების ფონზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S